ნორვეგიამ უკრაინას 160-მდე Hellfire-ს რაკეტა, გამშვები ბალიშები, სახელმძღვანელო დანადგარები და ღამის ხედვის მოწყობილობები გადასცა, რომლებიც ნორვეგიის არმიას ემსახურებოდა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.
უკრაინის 40-მდე მოკავშირე ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრა გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე გაიმართა.
„ეს არის იარაღი, რომელიც უკრაინამ მოითხოვა და ის გამოდგება რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, რაკეტა ადვილი სამართავია, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ.
Hellfire არის ამერიკული მართვადი ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტა სხვადასხვა მოდიფიკაციით. გამოიყენება ძლიერი დაცვის მქონე ობიექტების წინააღმდეგ: ვერტმფრენები, თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები, სახმელეთო მანქანები. მისი დიაპაზონი 8 კილომეტრამდეა.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ რაკეტების გაშვება შესაძლებელია ვერტმფრენებიდანაც, უკრაინამ მიიღო რაკეტები, რომლებიც მობილური გუნდების მიერ ხმელეთიდან უნდა გაუშვან“, - განაცხადა ბიორნ არილდმა.