ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა გამოაცხადა, რომ ოქტომბრიდან შინამეურნეობები გაზსა და ელექტროენერგიაში წელიწადში, არაუმეტეს 2500 ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან.
მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში, ლიზ ტრასმა პირველი ხმაურიანი განცხადება უკვე გააკეთა, როცა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე ორი წლით მორატორიუმი გამოაცხადა. მისი თქმით, ზღვრული გადასახადები ელექტროენერგიასა და გაზზე ბრიტანეთში, ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. შედეგად შინამეურნეობები ინგლისში, უელსში და შოტლანდიაში წელიწადში 1000 ფუნტს დაზოგავენ.
ასეთივე მხარდაჭერა გავრცელდება ჩრდილოეთ ირლანდიაზე, სადაც დამოუკიდებელი ენერგობაზარი ფუნქციონირებს.
„უნდა ვიყოთ თამამები. ჩვენ შევეჯახეთ გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს და უფასო ვარიანტები არ გვაქვს“, - განაცხადა ტრასმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.