ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.
"ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ რეფორმების მიმართულებით მიაღწია. თქვენმა ქვეყანამ უკვე მიაღწია კარგ პროგრესს დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. მოგიწოდებთ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ნატო–ს და მოემზადოთ წევრობისთვის. ვიმედოვნებთ, საქართველო ჩაატარებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არჩევნებს,. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ნატოს–თვის", – განაცხადა სტოლტენებრმა.