პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის (სხვადასხვა სფეროში და მიმართულებით) მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა.
„ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ აშშ ჩვენთანაა. ჩვენთვის ეს არის გარანტია, რომ ჩვენს ტერიტორიებსა და მიწებს დავიბრუნებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ბლინკენთან შეხვედრისას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 8 სექტემბერს კიევს მოულოდნელად ესტუმრა.