2022 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.62 მილიარდი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, წმინდა ამონაგები, კი 374 მილიონ ლარს შეადგენს.
„ საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 313 ათასი ადამიანია. დღეის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 2,387 პირმა ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა კი 5,458,570 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.