თურქეთის პროვინცია სამსუნში ავარია მოხდა, რომელის შედეგადაც ერთმანეთს 23 მანქანა შეეჯახა.
როგორც Trend-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ავარიის მიზეზი სატვირთო ავტომობილიდან საწვავის გაჟონვის გამო მოხდა, რამაც გზაზე მანქანების მოცურება გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად 23 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.