რუმინეთის საზღვაო ძალების ნაღმტყორცნი შეეჯახა ნაღმს, რომლის განმუხტვასაც ცუდი ამინდის პირობებში ცდილობდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ აფეთქების შედეგად 75 კაციანი ეკიპაჟი არ დაშავებულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამინისტრომ განაცხადა, რომ გემს შეატყობინეს ნაღმის შესახებ, რომელიც რუმინეთის შავი ზღვის პორტ კონსტანტადან ჩრდილო-აღმოსავლეთით მოძრაობდა. შავ ზღვაში ნაღმები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.