პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი კიევში ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში ის რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.
ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის პრესმდივანმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, იუწყება Polsat News-ი.
მისივე თქმით, განიხილევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება გეოპოლიტიკურ ვითარებას და ენერგეტიკულ ბაზარს, ენერგეტიკასა და სამხედრო უსაფრთხოებას“.
მორავეცკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების მიზეზების გამო დაგვიანებით გავრცელდა.
პოლონური მხარის განმარტებით, მორავეცკის ვიზიტი პოლიტიკური სიგნალი კრემლისთვის.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ამ ძალიან რთულ ვითარებაში. მიგვაჩნია, რომ რუსეთი არღვევს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. უკრაინის დაცვა ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა", - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვიზიტით კიევში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. არც ეს ვიზიტი იყო დაანონსებული.