ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ საკუთარი Twitter-ის გვერდიდან,რესპუბლიკელი მოკავშირის დონალდ ტრამპის ფოტო წაშალა, რომელიც იმპიჩმენტის პირასაა.
ტრამპისა და ნათანიაჰუს ფოტო, დიდი ხანია, რაც პრემიერის გვერდზე საამაყოდ იყო განთავსებული, რაც დონალდ ტრამპის სახით ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის იყო საიმედო რესპუბლიკერი მოკავშირის განსახიერება.
ისრაელის პრემიერის პირად გვერდზე ტრამპის ფოტოსაკმაოდ დიდი ხანი იყო წარმოდგენილი, მას შემდეგაც კი,რაც არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ფოტო გასულ თვეს შეიცვალა ჰანუკას აღსანიშნავი მილოცვით, რამაც მედიაში გარკვეული ეჭვები გააჩინა.
ჰანუკას დასრულების შემდეგ, ტრამპი ისევ გამოჩნდა პრემიერის ბანერის ფოტო, თუმცა ამჯერად მის მაგივრად,ბენიამინ ნათანიაჰუ, ემირატებისა და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ აღბეჭდილნი ფოტო, რომელზეც ნაჩვენები იყო თუ როგორ აწერდნენ ხელს მხარეები თეთრ სახლში, ისრაელთან ურიერთობების დალაგების შეთანხმებას.
დონალდ ტრამპის ინიციატივით, ისრაელთან რამდნიმე არაბულმა ქვეყანამ ურთიერთობების დალაგება დაიწყო.