უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევას რამდენიმე მიმართულებით განაგრძობენ და ხარკოვის რეგიონში 30-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ.
„ამჟამად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს და აკონტროლებენ ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტ დასახლებას. თანდათან ვაკონტროლებთ ახალ დასახლებებს - ყველგან ვაბრუნებთ უკრაინის დროშას “, - განაცხადა ზელენსკიმ.
მიისი თქმით, ხელისუფლება არ ივიწყებს სხვა ტერიტორიებსაც. „მძიმე ბრძოლები გრძელდება როგორც დონბასში, ასევე ჩვენი ქვეყნის სამხრეთში. ვთხოვ უკრაინელებს განთავისუფლებული ტერიტორიიდან: გთხოვთ, შეატყობინოთ ჩვენი ძალების წარმომადგენლებს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც იცით ოკუპანტების მიერ უკრაინის მიწაზე ჩადენილ დანაშაულებზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.