ჩარლზ მესამე მეფედ ოფიციალურად დღეს გამოცხადდება

დღეს, ჩარლზ მესამე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფედ ოფიციალურად გამოცხადდება. დღის განმავლობაში დაგეგმილია შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ლონდონის დროით დილის 10:00 საათი: სენტ-ჯეიმსის სასახლეში, შესაბამის საბჭოზე მოხდება ჩარლზ lll-ის მეფედ გამოცხადება. საბჭოს სხდომას დაესწრება მისი ვაჟი უილიამი, რომლის ახალი ტიტულიც უელსის პრინცია.

ცერემონიის ტელევიზიით გადაცემა ისტორიაში პირველად მოხდება.