საქართველოს პრეზიდენტი სვანეთში 30 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „მესტია-ჭალა ჰესის“ მუშაობის სპეციფიკას და პოტენციალს გაეცნო, რომელიც წლიურად დაახლოებით, 100 მლნ კვტ. სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც „მესტია-ჭალა ჰესის“ საოპერაციო სამსახურის უფროსმა, ანდრო გოგოლაძემ განაცხადა, ეს არის მწვანე, მინიმალური ზიანისა და თანამედროვე, ევროპული აგრეგატებით გაწყობილი ჰესი. „
ეს არის ე.წ. მწვანე ჰესი, ე.წ. მინიმალური ზიანის მქონე, თანამედროვე, ევროპული აგრეგატებით აწყობილი სადგური. ვისაუბრეთ რეგიონისთვის სადგურის მნიშვნელობაზე და იმ სოციალურ პროექტებზე, რაც განხორციელდა მისი მშენობლობის დროს. ასევე, რეგიონის განვითარებაში კომპანიის ჩართულობაზე და ასევე, ენერგომიმართულებით ყველა იმ ტექნიკურ საკითხებზე, რომელშიც „მესტია-ჭალას“ წვლილი შეაქვს“, - განაცხადა გოგოლაძემ.