ბრიტანეთში კოვიდინფიცირებულებს სასტუმროებში გადაამისამართებენ, რათა კრიტიკული პაციენტებისთვის ადგილი გაათავისუფლონ

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სავარაუდოდ სასტუმროებში განათავსებენ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მეტ ჰენკოკის თქმით, ამ გზით ხელისუფლება საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტის გამო სამედიცინო პერსონალზე გაზრდილი ზეწოლის შემსუბუქებას აპირებს.

„ჩვენ ამ გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივმართავთ, თუ პაციენტების სასტუმროში გადაყვანა კლინიკურად მართებული გადაწყვეტილება იქნება. ზოგიერთ შემთხვევაში კოვიდპაციენტების მდგომაროება არ მოითხოვს მათ ჰოსპიტალიზებას“, – განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

დიდი ბრიტანეთი COVID-ის იმუნიზაციის კამპანიას მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებით გააძლიერებს.