11 იანვრიდან ბრიტანეთში გაიხსნება 7 მსხვილი ვაქცინაციის ცენტრი, რამაც უნდა დააჩქაროს მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით აცრის პროცესი.
ვაქცინაციის ახალი ცენტრები განთავსდება, ლონდონის ერთერთი საველე საავადმყოფოს, ბრისტოლის საფეხბურთო სტადიონის, მანჩესტერის ჩოგბურთის კლუბისა და ეპსომის იპოდრომის ტერიტორიებზე.
მთავრობის მონაცემებით, დაახლოებით 1.3 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინაციის პირველი დოზა 3 იანვრისთვის, მაგრამ დიდ ბრიტანეთს კვირაში ორი მილიონი ადამიანის ინოკულაცია სჭირდება ვაქცინაციის მიზნის მისაღწევად.
დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად ვაქცინით 200,000-ზე მეტი ადამიანი იცრება.
რა ვიცით კორონავირუსის ახალი ტიპის შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.