უკრაინელი სამხედროების მომზადების პროცესს ესპანეთის არმია შეუერთდება.
„ესპანეთი კვირების განმავლობაში ემზადებოდა უკრაინული სამხედრო კონტიგენტების ჩამოსასვლელად, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ბაზაზე გაწვრთნიან“, - ნათქვამია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები სარაგოსაში გაიმართება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვნად გააფართოვებს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამას - საუბარია ათიათასობით ჯარისკაცის მომზადებაზე.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამა ვოლოდიმირ ზელენსკის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში, ივნისის ვიზიტის დროს შესთავაზე. შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დააკონკრეტა, რომ გაერთიანებული სამეფოს სამხედროებს შეეძლოთ ყოველ 120 დღეში 10000-მდე უკრაინელი ჯარისკაცის მომზადება.