რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაკარგა თავისი სარაკეტო პოტენციალის 57%-ზე მეტი. ეს შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაუმჯობესდა და აგრესორმა ერთდროულად დაკარგა რაკეტების თითქმის 60%. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
მინისტრის თქმით, დამპყრობლებს დაკარგული პოტენციალის აღსადგენად მინიმუმ ხუთი წელი დასჭირდებათ.
„ეს იმ პირობით, თუ სანქციები შემსუბუქსება ან მოიხსნება, რადგან სარაკეტო სისტემებში ელექტრონიკის ბევრი კომპონენტია“, - დასძინა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.
მანამდე UNIAN-ი წერდა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვას რუსული რაკეტების 50-დან 70%-მდე განეიტრალება შეუძლია და საჰაერო თავდაცვის 100%-იანი ეფექტურობის უზრუნველყოფა ჯერჯერობით შეუძლებელია.