თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ საერთაშორისო წყლებში მცურავ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა.
„კომოროსის დროშის ქვეშ მცურავ (Anatolian) გემს, რომელზეც ეკიპაჟის 18 წევრი (ექვსი ეგვიპტელი, ოთხი სომალელი, ხუთი აზერბაიჯანელი და სამი თურქი) იმყოფებოდა, თავს დაესხნენ საერთაშორისო წყლებში ცურვისას, ნათქვამია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის განცხადებაში.
მისივე ინფორმაციით, გემზე არავინ დაშავებულა.
თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობამ თავის ვებგვერდზე გაავრცელა ხანძრის ვიდეო და რუკა, რომელზეც მითითებულია ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა.
ბერძნული მხარის ცნობით, გემი, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიული წყლების მიმართულებით, კუნძულ ლესბოსთან ახლოს მოძრაობდა, შემოწმების შესახებ ბერძნული მხარის მოთხოვნას არ დაემორჩილა.
მედიის ინფორმაციით, რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოხდა, თუმცა გემი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა.