ამ წლის ბოლომდე უკრაინას აქვს ამბიციური გეგმები, რომ ევროკომისიის მიერ შეთავაზებული შვიდივე პირობა შეასრულოს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები განაგრძოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ დაიცვა თავისი არჩევანი და განაგრძობს წინსვლას დასავლეთისკენ.
„ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპით ვიმოქმედებთ. ჩვენ გავაანალიზეთ, თუ როგორ გაიარეს ეს გზა სხვა ქვეყნებმა. მათ დასჭირდათ ხუთი, შვიდი ან რვა წელი. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს „მოგზაურობა“ მაქსიმუმ ორ წელიწადში დავასრულოთ და მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები“, - განაცხადა შმიგალმა.
ცნობისთვის, ვროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება 23 ივისს გადაწყვიტა.