იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის კიდევ 7 რეგიონში გამოაცხადა, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობა ოსაკას, ჰიოგოს, კიოტოს, აიტის, გიფუს, ფუკუოკასა და ტოტიგის პრეფექტურებში 7 თებერვლამდე იქნება ძალაში.
გამკაცრებული რეგულაციები ავალდებულებს იაპონიაში მოქმედ კომპანიებს, რომ თანამშრომლების რაოდენობა ოფისებში შეზღუდოს 30%-მდე და დაავალოს თანამშრომლებს, რომ სახლიდან იმუშავონ.
იაპონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება 8 იანვარს მიიღო.