იაპონიის მთავრობა ტოკიოში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

იაპონია ქვეყნის დედაქალაქ- ტოკიოსა და სამ მეზობელ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს,რათა შეაჩეროს ქვეყანაში კორონავირუსის მზარდი გავრცელების ტემპი.

მთავრობამ განაცხადა, რომ ერთთვიანი საგანგებო ვითარება 8 იანვრიდან, 7 თებერვლამდე გაგრძელდება ტოკიოს და საიტამას, კანაგავასა და ჩიბას პრეფექტურებში, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 30% -ს შეეხება.

”გლობალური პანდემია უფრო მკაცრი იყო, ვიდრე ველოდით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას გადავლახავთ”, - თქვა ქვეყნის პრემიერმა,სატელევიზიო პრესკონფერენციაზე. ”იმისათვის, რომ ეს მოხდეს, მე მოქალაქეებს უნდა ვთხოვო გაუძლონ ცხოვრებას გარკვეული შეზღუდვებით.”-ამბობს იოშიჰიდე სუგა.

სამედიცინო ექსპერტების თქმით, ისინი შიშობენ, რომ მთავრობის გეგმა შეზღუდვებთან დაკავშირებით შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.” შესაძლოა დაგჭირდეს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც”, - თქვა ტოშიო ნაკაგავამ,იაპონიის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა.

საერთო ჯამში, იაპონიაში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 267 000 შემთხვევა და 3,900 გარდაცვალება.

იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, Covid-19-ის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.