მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის 18 ოლქის მუნიციპალურმა დეპუტატებმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით, საჯარო განცხადებას მოაწერეს ხელი.
შესაბამისი დოკუმენტი სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის „სემენოვსკის“ დეპუტატმა ქსენია ტორსტრემმა გამოაქვეყნა, რომელიც ხელმოწერებს აგროვებს.
„ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის ქმედებები ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავალს. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან!“- ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელი 2 ათეულმა დეპუტატმა მოაწერა.
მანამდე მოსკოვის მუნიციპალური ოლქის „ლომონოსოვსკის“ დეპუტატთა საბჭომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. ასევე, სანქტ-პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას, ვლადიმერ პუტინს ღალატის ბრალდება წაუყენოს, რათა უკრაინაში ომის გამო თანამდებობიდან გადააყენონ.