თეგი: გადადგომა

ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თანამდებობის შესანარჩუნებლად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს. ამის შესახებ Sky News-ი   იტყობინება. 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა  პრემიერს ჰკითხეს, მიმართავს თუ არა პარლამენტის დათხოვნას. ჯონსონმა უპასუხა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს. „რა თქმა უნდა, მე ამას გამოვრიცხავ. უახლოესი თარიღი საყოველთაო არჩევნებისთვის არის 2024 წელი," - განაცხადა ჯონსონმა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის თანამდებობიდან გადადგომას არსებულ ვითარებაში, ჯონსონმა უპასუხა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას არ აპირებს. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს ბორის ჯონსონის მთავრობა, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.  

მედია: ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომაზე განცხადება გააკეთოს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომის შესახებ განაცხადოს. ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა  ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა ჯონსონის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ იტყობინებოდნენ ბრიტანეთის მედიასაშუალებები: ITV და Sky News, ასევე გაზეთები, The Mirror და The Sun. PA Media და dpa „დაუნინგ სტრიტის“ წყაროზე დაყრდნობით ლონდონიდან იუწყებიან, რომ ბორის ჯონსონმა კონსერვატორული პარტიის წევრს, თემთა პალატის დეპუტატს, გრემ ბრედის უთხრა, რომ ის თანამდებობიდან გადადგება მზარდი ბრაზის ფონზე, რომელიც პარტიის წევრების მიმართ არასწორი მოქცევის გამო მისმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. უფრო ადრე ჯონსონთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა ფაქტობრივად მთელმა კაბინეტმა: თანამდებობიდან გადადგა კაბინეტის 120 -დან 50-ზე მეტი წევრი. 7 ივლისს თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა, მიშელ დოულანმა, რომელიც ამ პოსტზე ორი დღის წინ დაინიშნა. 5 ივლისს ჯონსონის მიერ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნულმა ნადიმ ზაჰავიმ კი, პრემიერს 7 ივლისს მოუწოდა, გადადგეს. ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამი წლის წინ გახდა.  შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.

შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს

შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი რანილ ვიკრემესინგე მზადაა, გადადგეს, რათა ქვეყანაში მრავალპარტიული მთავრობა შეიქმნას, ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ათასობით მომიტინგე, კოლომბოში,  საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეიჭრა. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს ვიკრემესინგემ კრიზისის გადაჭრის გზების მოძებნის მიზნით, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერთან, მოლაპარაკება გამართა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ პრემიერი უსაფრთხო ადგილზე გადავიდა. „პრეზიდენტი და პრემიერი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. თუ ეს არ მოხდება, პოლიტიკური არასტაბილურობა გაიზრდება“, - განაცხადა შრი-ლანკის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა მაიტრიპალა სირისენამ. შრი-ლანკის მოსახლეობა პრემიერისა და პრეზიდენტის გადადგომას, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ითხოვს.   

ესტონეთის პრემიერმა გადადდგომის შესახებ, ოფიციალურად განაცხადა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა მთავრობას საკუთარი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, ოფიციალურად აცნობა. ამის შესახებ ERR წერს.  კაია კალასმა ესტონეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა პრემიერთან ერთად მთელი მთავრობა გადადგება. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტსა და პარლამენტს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას კანონის დაცვით აცნობებს. კაია კალასის კანდიდატურას პარლამენტი პრემიერად ისევ წარადგენს. თუ მხარდაჭერა მიიღო, ესტონეთის ახალ მთავრობას კვლავ ის დააკომპლექტებს.  კალასმა, პარლამენტის სპიკერს შესთავაზა, რომ 15 ივლისს რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც ის პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს და ახალ კოალიციურ შეთანხმებას წარადგენს, რომელიც პარტია „სამშობლოსა“ და „სოციალ-დემოკრატებს“ შორის გაფორმდა. 8 ივლისს ეს ორი პარტია მმართველი კოალიიციის შექმნაზე შეთანხმდა.   

რამზან კადიროვი გადადგომას გეგმავს

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა „ტელეგრამ არხზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. „მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ მე, თურმე ყველაზე ხანგრძლივი ვადით და სიცოცხლისუნარიანი ვარ ამ თანამდებობაზე, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების ამჟამინდელ ხელმძღვანელებს შორის. მე თვითონ შევამჩნიე, რომ ძალიან დიდხანს დავყავი აქ და [ჩამოვჯექი]. ვფიქრობ, რომ სრულად დავიმსახურე განუსაზღვრელი და ხანგრძლივი შვებულება. იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ“, - განაცხადა კადიროვმა. რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007 წლის 15 თებერვალს გახდა (2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი). კადიროვი „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.  

მოსკოვისა და პეტერბურგის 18 ოლქის მუნიციპალური დეპუტატები პუტინის გადადგომას ითხოვენ

მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის 18 ოლქის მუნიციპალურმა დეპუტატებმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით, საჯარო განცხადებას მოაწერეს ხელი.  შესაბამისი დოკუმენტი სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის „სემენოვსკის“ დეპუტატმა ქსენია ტორსტრემმა გამოაქვეყნა, რომელიც ხელმოწერებს აგროვებს. „ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის ქმედებები ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავალს. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან!“- ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტს ხელი 2 ათეულმა დეპუტატმა მოაწერა. მანამდე მოსკოვის მუნიციპალური ოლქის „ლომონოსოვსკის“ დეპუტატთა საბჭომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. ასევე, სანქტ-პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას, ვლადიმერ პუტინს ღალატის ბრალდება წაუყენოს, რათა უკრაინაში ომის გამო თანამდებობიდან გადააყენონ.   

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ოლაფ შოლცს გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიმართა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლც გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმართა. Bild-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს გასულ კვირას მედიამ კრისტინ ლამბრეხტის შესაძლო გადადგომაზე დაწერა.  როგორც ცნობილია, გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი ბუნდესვერის საწყობებში საბრძოლო მასალის, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების ნაკლებობის გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა.  

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისმა დააკმაყოფილა არესტოვიჩის განცხადება გადადგომის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ადმინისტრაციამ, გადადგომის შესახებ პრეზიდენტის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადება მიიღო.  ოლექსი არესტოვიჩი თანამდებობიდან გადადგა ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა. მანამდე არესტოვიჩმა სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დნიპროში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში რუსული რაკეტის დარტყმის გარემოებების შესახებ დაუზუსტებელი განცხადება გააკეთა. ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროზე თავდასხმის შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა. შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც ბოლო მონაცემებით, 44 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, რასაც უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს რეაქცია მოჰყვა. მან 16 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკო შეფასებით, არესტოვიჩის განცხადება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.