2022 წლის პირველ ექვს თვეში, ევროპის ქვეყნებ 1,2 მილიონი რუსეთის მოქალაქე ეწვია. 2019 წლის იმავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 8 მილიონი იყო. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) ცნობით, ვარდნა 85%-ია.
ეს მაჩვენებლები მოიცავს არა მხოლოდ ტურისტულ მოგზაურობებს, არამედ მოგზაურობებს ყველა მიზნით, სამუშაოდან და სწავლიდან დაწყებული, ნათესავებთან კერძო ვიზიტებამდე.
ზაფხულში, ევროპის სანაპიროებზე ტრადიციულად მაღალი მოთხოვნის გამო, რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობების კლება, სავარაუდოდ 90-95 პროცენტს მიაღწევს, მიიჩნევს ATOR.
ამ სეზონზე ევროპაში პრაქტიკულად არ იყვნენ ბიუჯეტიანი რუსი ტურისტები, რადგან ყველა ასეთი ტური ძვირი ღირდა.
ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო 4-5 ვარსკვლავიანი კატეგორიის სასტუმროები. ასევე გაიზარდა მოთხოვნა „ყველა ინკლუზივზე“ - ტურისტებს სურდათ რუსეთში გადაეხადათ ყველა შესაძლო სერვისი, რადგან ქვეყნის გარეთ რუსული საბანკო ბარათები არ მუშაობს.