უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიური გარდატეხა მოხდა და რუსები იწყებენ იმის გააზრებას, რომ ომს ვერ მოიგებენ. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ პოდოლიაკმა Telegram-ში დაწერა.
„ფსიქოლოგიური გარდატეხა მოხდა. „Z-საზოგადოება“ იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს“, - თქვა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, გუშინდელი ტერორისტული თავდასხმები რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და გარკვეული რეგიონების ელექტროენერგიის გარეშე დატოვების მცდელობა არ იყო მხოლოდ სასოწარკვეთის, სისასტიკის და შურისძიების აქტი, საკუთარი არმიის ბრძოლის ველიდან სამარცხვინო გაქცევის გამო.
„არა, რა თქმა უნდა, მოქმედებს დღევანდელი რუსული საზოგადოების ვირთხის არსი და, შესაბამისად, ისინი ფაქტობრივად აღფრთოვანებულნი არიან, როდესაც ხვდებიან, რომ უკრაინელებს სითბოსა და სინათლის გარეშე ტოვებენ”, - ხაზგასმით აღნიშნა პოდოლიაკმა.