პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ბოლო 3 კვირის განმავლობაში მეორედ შეხვდა. პატრიარქთან ვიზიტის შესახებ, მან სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოც გაავრცელა.
„დღეს საღამოს ვესტუმრე კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს!“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში.