რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის განკარგულება გასცა, რომელიც მომვალი კვირიდან დაიწყება. ინფორმაციას The Moscow Times-ი ავრცელებს.
"ფართომასშტაბიანიდან, მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეთ",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ გამოსვლაში, მისი თქმით, ვაქცინის წარმოების პროცესმა "გადააჭარბა" საჭირო ნიშნულს, რის გამოც ჯანდაცვის მუშაშაკებს მასშტაბური ვაქცინაციის დაწყების საშუალება ეძლევათ.
"მადლობა ღმერთს, ჩვენს ვაქცინას ტრანსპორტირებისთვის რამე განსაკუთრებული პირობები, როგორიცაა -50 ან -70 გრადუსი, არ სჭირდება, ჩვენთან ყველაფერი გაცილებით იოლადაა“, - აღნიშნა პუტინმა.