სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა.

  • სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.

საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმის გამო, მოსკოვთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ამოქმედების მიზნით, რუსეთის ფედერაციისთვის დახამარებისთვის მიემართათ. ასევე მიემართათ ОДКБ-სა (კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაცია) და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის.

ამ დროისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება. 

13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 

ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 

წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა.  პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.