2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 936.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
"ექსპორტი 3 571.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (36.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 364.7 მლნ. აშშ დოლარი (36.5 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 4 793.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გამოქვეყნდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.