საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს. სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მოთხოვნამ 66 000 000 ლარი შეადგინა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.790%-ით, მაქსიმალური 9.880%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.807%-ით განისაზღვრა.