დმიტრო კულება: „როსატომი" ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში უნდა მოხვდეს

უკრაინას, რუსეთის „როსატომის“ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში ჩართვა სურს. ამის შესახებ უკრაინულ მედიას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განუცხადა.

ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტზე საუბრისას კულებამ თქვა, რომ საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა.

„როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების ყველა საფუძველი არსებობს. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან", - განაცხადა კულებამ.

მისი პროგნოზით, ევროკავშირმა ახალი სანქციების პაკეტი შესაძლოა უფრო სწრაფად მიიღოს და პროცესი წლის ბოლომდე არ გადაიდოს.