დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატა ხმას დღეს მისცემს.
გაიგეთ რა პროცედურების გავლაა საჭირო გადაწყვეტილების მიღებამდე:
დებატები: ის დაიწყება პალატის მოწვევის შემდეგ და დაემორჩილება იმ წესებს, რომელიც იმპიჩმენტის რეგულირების მუხლითაა გათვალისწინებული.
დებატების შემდგომი პროცესი: წარმომადგენელთა პალატა წესს მისცემს ხმას.
წესის მიღების შემდეგ: პალატაში ორსაათიანი დებატები გაიმართება.
საბოლოო ხმის მიცემა: საბოლოო ხმის მიცემა თბილისი დროით 01:00-დან 02:00-მდე გაიმართება.
ხმის მიცემის პროცესი შესაძლოა გაიწელოს, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე.