BBC: რესპუბლიკელთა ნაწილი ტრამპის იმპიჩმენტს ხმას მისცემს

უხუცეს რესპუბლიკელთა გარკვეული რაოდენობა თანახმაა ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს, რადგან აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, დამნაშავედ თვლიან კაპიტოლიუმზე მიტანილ შტურმში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წარმომადგელენთა პალატის ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა, ელიზაბეთ ჩეინიმ თქვა, რომ ის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.

ხმის მიცემა 13 იანვარს გაიმართება.

დონალდ ტრამპმა, კაპიტოლიუმის მოვლენების შემდეგ, პირველ საჯარო კომენტარში, განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ თვლის.

დემოკრატებმა ტრამპი დაადანაშაულეს მისი მომხრეების კაპიტოლიუმზე შეტევაში, რის გამოც მათ იმპიჩმენტით გადაწყვიტეს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი გადაყენება.