ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები, თავისუფალი სამყაროს უძლიერესი სუბიექტები გახდნენ. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„რათა მრავალმხრივ და ორმხრივ დონეზე, დაწვრილებით განისაზღვროს, ვინ, როგორ და როდის უნდა მოახდინოს რეაგირება, როცა უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება. როდის და როგორ უნდა მოხდეს რეაგირება სანქციებით, იარაღის მიწოდებით თუ სხვა აუცილებელი მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერით.
მთავარია ზუსტი და იურიდიულად გამართული ნაბიჯები, კონკრეტული და თანამედროვე ქმედებები. ძირითადად ესაა პრევენციული მოქმედებები, რამაც ომი უნდა აგვაცილოს და აგრესორის სურვილების განელებაზე იმუშავოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.