ევროკავშირი არ არის სრულყოფილი უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე, ამის შესახებ 27-ქვეყნის ბლოკის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ოთხშაბათს ყოველწლიურ გამოსვლაში განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია.
„თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენ ხართ ჩვენი კავშირის მომავალი. ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე“, - განაცხადა ლაიენმა.