Bloomberg: რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და გაზიდან, მინიმუმამდე დაეცა

Bloomberg-ის ცნობით, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის შემოსავლები წლის მინიმუმზეა. 

გამოცემა წერს, რომ გაზისა და ნავთობის იმპორტიდან, რუსეთის ხაზინამ $11,1 მილიარდით ნაკლები შემოსავალი მიიღო. 

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, Bloomberg წერს, რომ ნედლეულის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები გასულ თვეზე 13%-ით ნაკლებია, ხოლო წლის მაჩვენებლებს 3,4%-ით ჩამორჩება. ეს აუცილებლად აისახება რუსეთის ბიუჯეტზე.

ორშაბათს ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ხარჯებისა და ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ანგარიში გაავრცელა.

ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ ბიუჯეტის ჭარბი რაოდენობა, ანუ სხვაობა შემოსავალსა და ხარჯებს შორის, წლის პირველ ცხრა თვეში მხოლოდ 137 მილიარდი რუბლი იყო.

მონაცემები აჩვენებს, რომ ბიუჯეტის პროფიციტი ყოველთვიურად მცირდება. თუ იანვარ-მაისში ის თითქმის 1,5 ტრილიონ რუბლს შეადგენდა, იანვარ-ივლისში უკვე 482 მილიარდი რუბლი იყო.