ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეოკუპირებულ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა. 

„დეოკუპირებულ იზიუმში ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს. ასე იქნება ყველა უკრაინულ ქალაქსა და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ - წინ და გამარჯვებისკენ. ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას, დღეს, ზემოთ ახედვისას მხოლოდ ერთს ვეძებთ - ჩვენ სახელმწიფო დროშას - ეს ნიშნავს, რომ გმირები აქ არიან, მტერი წავიდა, გაიქცა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
 
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.