ევროკომისიის პრეზიდენტი: უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს - ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში

„ერთი გაკვეთილი, რომელიც უკრაინის ომიდან ვისწავლეთ, ისაა, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს - ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს. ანა პოლიტკოვსკაიასა და ყველა რუსი ჟურნალისტისთვის, რომლებმაც დანაშაულები გამოააშკარავეს და ამისთვის საფასური გადაიხადეს; ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე - ბელორუსის ოპოზიციისთვის.

ჩვენ უნდა გვესმინა ხმებისთვის ჩვენი კავშირის შიგნით - პოლონეთში, ბალტიისპირეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.