ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, პირობას დებს, რომ „ევროპას არ გაყინავს“. ამის შესახებ, მან ვიდეოში განაცხადა, სადაც შეშას ჭრის და ევროპაში შექმნილ ენერგოვითარებას განიხილავს.
„არ მოვცემთ ევროპას გაყინვის საშუალებას. დავეხმარებით ჩვენს ძმებს, შესაძლოა, ისინი ოდესმე ჩვენც დაგვეხმარებიან“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელორუსის პრეზიდენტის თქმი, ევროპას ახლა შეშის ასარჩევად არ სცალია. „ევროპას არჩევანის დრო არ აქვს: ნაძვი თუ არყის ხე? მთავარია თბილად იყვნენ. უნდა მოვიფიქროთ, როგორ მიიღონ შეშა გლეხებმა და მუშებმა, მდიდრების ნაცვლად. მთავარია, პოლონეთში დუდა და მორავეცკი (პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი) არ გაიყინონ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.