თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უზბეკეთში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში“ სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის განსახილველად 16 სექტემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობი წერს.
„ეს საკითხი განიხილება პუტინთან, რადგან აშკარაა რუსეთისა და თურქეთის როლი ამ ომის დასრულებასა და შემდგომი მშვიდობის დამყარებაში.თურქეთი აზერბაიჯანის მხარდაჭერას ყველა მნიშვნელობით გააგრძელებს", - განუცხადა წყარომ გამოცემას.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე