CNN: ჯო ბაიდენი აშშ-ის ელჩად რუსეთში, ლინ ტრეისის დანიშვნას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის ელჩად რუსეთში, ლინ ტრეისის დანიშვნას გეგმავს, რომელიც ახლა ამერიკის დიპლომატიურ მისიას სომხეთში ხელმძღვანელობს. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

ლინ ტრეისი 2014-2017 წლებში მოსკოვში აშშ-ის ელჩის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2019 წლიდან აშშ-ის ელჩია ერევანში. 

CNN აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, სწრაფად შეცვალოს ჯონ სალივანი, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის სექტემბრის დასაწყისში ვადა ამოეწურა. მედიის ცნობით, აშშ-მა შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიაწოდა. 

თუ ლინ ტრეისს რუსეთში აშშ-ის ელჩად დაამტკიცებენ, ის იქნება პირველი ქალი, რომელიც რუსეთში აშშ-ის საელჩოს უხელმძღვანელებს.