ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმები კრივი-რიჰზე, მოსკოვის მცდელობები, დათესოს პანიკა, შექმნას საგანგებო მდგომარეობა, ვერ გატეხს უკრაინას და მტერი მიიღებს სამართლიან პასუხს.

„ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამჯერად - სარაკეტო დარტყმა ჰიდრავლიკურ კონსტრუქციებზე
 და კრივი-რიჰის დატბორვის მცდელობა.

ოკუპანტებს შეუძლიათ, დათესონ მხოლოდ პანიკა, შექმნან საგანგებო მდგომარეობა, შეეცადონ, დატოვონ ხალხი სინათლის, გათბობის, წყლისა და საკვების გარეშე. შეიძლება, ამან დაგვატეხოს? სულაც არა. გაეცემათ თუ არა მათ სამართლიანი პასუხი და იქნება ანგარიშსწორება? დიახ, აუცილებლად“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა.