ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ სამარყანდში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და ირანი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სრულუფლებიანი წევრი გახდა.
„ამიერიდან ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის სხვადასხვა ეტაპზე გადავედით“, - აღნიშნა აბდოლაჰიანმა.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 1996 წელს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ლიდერების მიერ დაფუძნდა.
თურქეთი ორგანიზაციის დიალოგის პარტნიორია.
2001 წელს უზბეკეთის გაწევრიანებამდე ორგანიზაციას „შანხაის ხუთეული“ ეწოდებოდა. შემდგომში ინდოეთი და პაკისტანი გახდნენ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრები.
2005 წელს ირანი გახდა ორგანიზაციის დამკვირვებელი ქვეყანა.
ორგანიზაციაში ირანის გაწევრიანების პროცესი 2021 წელს დაიწყო.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტი 15-16 სექტემბერს სამარყანდში უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის თავმჯდომარეობით გაიმართება.
SCO-ს სამიტს დაესწრებიან როგორც წევრი ქვეყნების მეთაურები და ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე მოწვეული ქვეყნების ლიდერები, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.