უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟის ავტოავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
მისი პრესსპიკერის განცხადებით, დედაქალაქ კიევში მსუბუქი ავტომობილი პრეზიდენტის მანქანას და მის კორტეჟს შეეჯახა. „პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა“, - განაცხადა სპიკერმა.
სერჰი ნიკიფოროვს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა ინციდენტი, თუმცა მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ტრადიციული ვიდეომიმართვა ავტოავარიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გავრცელდა. ავარიის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ადგილობრივი დროით, 02:30 საათზე გავრცელდა.
ასევე მედიაში გავრცელებული ცნობებით, ავტომანქანის მძღოლს, რომელიც ავტოკოლონას შეეჯახა, დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.