საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია, ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
იმედი ვიქონიოთ, რომ აზერბაიჯანი დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, - განაცხადა გრიგორიანმა.
დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.