2021 წელს, საქართველოში 17 774 აბორტი გაკეთდა, რაც წინა წლის აბორტების საერთო რიცხვზე 7%-ით ნაკლებია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული.
"2021 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ხელოვნური აბორტების წილი 62.7%-ს უდრიდა. ხელოვნური აბორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 25-34 წლამდე ქალების ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება. გასულ წელს, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში 9 414 აბორტი გაკეთდა. 15-19 წლის ქალების ასაკობრივ კატეგორიაში აბორტის 448 შემთხვევა დარეგისტრირდა.
NCDC-ს ინფორმაციით, ხელოვნური აბორტის მეთოდის მიხედვით, 2021 წელს მედიკამენტური აბორტების წილი წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე წაიკითხეთ: