თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა დააკავეს.
დაკავებას, ლოტკინის დასახლებაში წინ ხმაური უძღოდა. კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება დაიწყეს, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. შეხლა-შემოხლის დროს პოლიციელებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, მათ შორისაა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა.
“მიჭერენ, რადგან მევახშეების წინააღმდეგ ვარ. ეს არის პირადად ღარიბაშვილის და ბრეგაძის დავალება. ამ ბორკილებს დაგადებ ღარიბაშვილო და ბრეგაძე!” – განაცხადა კუკავამ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.