2022 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 334.3 მლნ აშშ დოლარი (927.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2021 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 63.1%-ით (129.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.8% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.0% მოდიოდა.
ეს ქვეყნებია: ევროკავშირის ქვეყნები, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ირლანდია, კვიპროსი, ნიდერლანდები, ბელგია, რუსეთის ფედერაცია, აშშ, ისრაელი, სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, გაერთიანებული სამეფო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, კანადა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.5 მლნ აშშ დოლარი (81.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აგვისტოს (27.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6%-ით მეტია", - ნათქვამია ინფორმაციაში.