ფინეთის ხელისუფლებამ სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეებს 189 მილიონი ევროს ქონება დაუყადაღა.
მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, დაყადაღება ეხება ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანილ რამდენიმე ათეულ ორგანიზაციას. ამჟამად ძალაშია ორასი სხვადასხვა სახის დროებითი ან მუდმივი კონფისკაცია.
„ამ მიმართულებით, მანდატურის სამსახური გამოძიებას განაგრძობს. ეს ამოცანა გრძელვადიანი და რთულია. გარდა ამისა, ევროკავშირის სანქციების სიას დაემატა ახალი ბრალდებულები", - განმარტა საინკასო სამსახურის სპეციალისტმა აკი ვირტანენმა.
ჩამორთმეული ქონების სიაში შედის არამატერიალური აქტივების დიდი რაოდენობა, როგორიცაა დებიტორული დავალიანება, აქციები და ნაღდი ფული.
ასევე ჩამორთმეულ ქონებას მიეკუთვნება სხვადასხვა სამრეწველო ნედლეული და სატრანსპორტო საშუალებები.
აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებსა და რუსეთის მოქალაქეებს, გარე აქტივებზე სანქციები, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწესეს.