გერმანია უკრაინას Dingo-ს ტიპის 50 ჯავშანმანქანას მიაწვდის, რომელსაც გერმანელი სამხედროები ფართოდ იყენებდნენ ავღანეთში NATO-ს სამხედრო ოპერაციის დროს.
Bild-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის ფედერალურმა მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა ეს განცხადება 15 სექტემბერს გააკეთა.
გერმანია უკრაინას ასევე გადასცემს კიდევ ორ MARS II-ის ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემასა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისთვის საჭირო 200 რაკეტას.
მინისტრის თქმით, ქვეითთა საბრძოლო მანქანების გაცვლის შესახებ შეთანხმება, საბერძნეთთან თითქმის მიღწეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანია მალე გადასცემს საბერძნეთს Marder IFV ტიპის 40 საბრძოლო მანქანას, ხოლო საბერძნეთი თავის მხრივ, საბჭოთა წარმოების მანქანებს გადასცემს უკრაინას.