NDI-ს თანახმად, მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.
44% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
29% საქართველო საერთოდ არ იცვლება.
23% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს.
საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად, ყველაზე დიდი ალბათობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ
რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა და ქართული ოცნების მხარდამჭერები მიიჩნევენ.
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის სამაგალითო არ არის.
სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა.
უმრავლესობის აზრით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია.
განათლების დაბალი ხარისხი და ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები მთავარ გამოწვევებად დასახელდა.
კვლევვა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.